რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი — TOP 15
ბაზარი · 23 აპრილი, 2025 · ბაზარი წთ

რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი — TOP 15

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,157,347 შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,157,347 შეადგინა, რაც 1.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამ ვიზიტებიდან 958,947 ტურისტული იყო (წლიურად 2.2%-ით მეტი), ხოლო 213,389 — ერთდღიანი ვიზიტი (წლიურად 2.4%-ით ნაკლები).

ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი ტრადიციულად მეზობელი ქვეყნებიდან — თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

TOP 15 ქვეყანა — 2025 წლის I კვარტალი

ვიზიტების რაოდენობა / წლიური ცვლილება

  • თურქეთი — 225,265 / −11.5%
  • რუსეთი — 219,264 / +1.8%
  • სომხეთი — 180,805 / −5.7%
  • ისრაელი — 80,896 / +72.9%
  • აზერბაიჯანი — 64,818 / +25.9%
  • ირანი — 26,859 / −6.8%
  • ინდოეთი — 26,372 / +27.7%
  • უკრაინა — 24,192 / −1.4%
  • ყაზახეთი — 21,625 / −22.4%
  • ბელარუსი — 17,377 / +0.8%
  • ჩინეთი — 13,875 / +40.1%
  • ფილიპინები — 10,300 / −2.4%
  • გერმანია — 10,212 / −7.2%
  • პოლონეთი — 10,165 / −13.4%
  • უზბეკეთი — 10,151 / +2.9%

ტურიზმის შემოსავალი

I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით მეტია.

გაქვთ ნაკვეთი, პროექტი ან მოქმედი სასტუმრო?

მოგვწერეთ — და კონკრეტულ პროექტზე გიპასუხებთ.

დაგვიკავშირდით ყველა სტატია