მთავარი/პროცესი
პროცესი

იდეიდან სრულ პროექტამდე — ექვსი ეტაპი

ეს გვერდი დეტალურად აღწერს, როგორ მუშაობს HMG: რას იღებთ თითოეულ ეტაპზე, რა გვჭირდება თქვენგან და რომელი შეცდომაა ამ ეტაპზე ყველაზე ძვირი.

სასტუმროს პროექტი ვერ იშლება ცალკეულ სამუშაოებად, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აკეთებს.

არქიტექტორი ხატავს, მშენებელი აშენებს, ოპერატორი კი ბოლოს მოდის და აღმოაჩენს, რომ სამრეცხაო არასწორ სართულზეა, სამზარეულოდან რესტორნამდე 40 მეტრია და ნომრების მიქსი იმ სეგმენტს არ შეესაბამება, რომელიც ამ ლოკაციაზე რეალურად მოდის.

ამის გამოსწორება გახსნის შემდეგ თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ჩვენთან ექვსივე ეტაპი ერთ ჯაჭვშია და ყოველი გადაწყვეტილება მოწმდება იმით, თუ როგორ იმუშავებს სასტუმრო მეხუთე წელს — არა იმით, როგორ გამოიყურება რენდერზე.

ეტაპი6
სრული ციკლი, ინდიკატიურად2,5–4 წელი
შემოსვლა შესაძლებელიანებისმიერ ეტაპზე
ხელშეკრულებაერთი
პასუხისმგებელი გუნდიერთი
განხორციელებული პროექტი22+
01 შეფასება 6–8 კვირა

ჯერ გავიგოთ, ღირს თუ არა — მერე დავხატოთ.

ვიწყებთ ლოკაციით: ვინ ჩამოდის ამ რეგიონში, რა სეზონურობით, რამდენს იხდის და რომელ სასტუმროებში ჩერდება დღეს. აქედან გამოდის სამიზნე სეგმენტი, ADRAverage Daily Rate — საშუალო დღიური ფასი ერთ გაყიდულ ნომერზე. ნომრების შემოსავალი გაყოფილი გაყიდულ ღამეებზე.-ისა და დატვირთულობის რეალისტური პროგნოზი და წინასწარი ფინანსური მოდელი.

ხშირად სწორედ ამ ეტაპზე ირკვევა, რომ თავდაპირველი იდეა უნდა შეიცვალოს — სხვა სეგმენტი, სხვა მასშტაბი, ან საერთოდ სხვა ნაკვეთი. ეს ყველაზე იაფი ადგილია აზრის შესაცვლელად.

თქვენ იღებთ
  • ბაზრის კვლევა და მოთხოვნის ანალიზი
  • კონკურენტული ველის ანალიზი
  • ADRAverage Daily Rate — საშუალო დღიური ფასი ერთ გაყიდულ ნომერზე. ნომრების შემოსავალი გაყოფილი გაყიდულ ღამეებზე., დატვირთულობისა და RevPARRevenue per Available Room — შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე. დატვირთვა გამრავლებული საშუალო ფასზე. ერთდროულად ზომავს ფასსაც და დატვირთვასაც.-ის პროგნოზი
  • წინასწარი ფინანსური მოდელი
  • დასკვნა: ღირს თუ არა, და რა პირობებში
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • ნაკვეთის დოკუმენტაცია და საკადასტრო მონაცემები
  • საინვესტიციო ჩარჩო — რამდენის ინვესტირებას აპირებთ
  • მოსალოდნელი დაბრუნება და ფლობის ვადა
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

მიწის შეძენა შეფასებამდე. ნაკვეთი შეიძლება იაფი იყოს, მაგრამ თუ იქ წყალი, კანალიზაცია ან ელექტროსიმძლავრე არ არის — დანაზოგი ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, ხოლო ვადა თვეებით იწელება.

02 კონცეფცია 6–10 კვირა

პოზიციონირება, ბრენდი და ნომრების მიქსი, რომელსაც მოდელი უძლებს.

ვამუშავებთ კონცეფციას: ვინაა სტუმარი, რას ჰპირდება მას სასტუმრო და რით განსხვავდება იმისგან, რაც უკვე დგას გვერდით. აქვე წყდება ბრენდის საკითხი — საერთაშორისო ფრანჩიზა თუ დამოუკიდებელი სასტუმრო.

ნომრების რაოდენობა, მათი მიქსი და F&BFood and Beverage — კვების ბლოკი: რესტორანი, ბარი, საუზმე, რუმ-სერვისი და ბანკეტები. პროგრამა ფინანსური მოდელიდან გამომდინარეობს — არა არქიტექტორის პირველი ესკიზიდან. ორივე ვარიანტს, ბრენდულსა და დამოუკიდებელს, ციფრებში ვდებთ და გიჩვენებთ სხვაობას.

თქვენ იღებთ
  • კონცეფციის დოკუმენტი
  • ბრენდების შედარების მატრიცა
  • ოპერატორის RFPRequest for Proposal — წინადადების მოთხოვნა: დოკუმენტი, რომლითაც მომწოდებლებს ერთნაირ პირობებში სთხოვთ ფასს და პირობებს. პაკეტი
  • დაზუსტებული ნომრების პროგრამა
  • F&BFood and Beverage — კვების ბლოკი: რესტორანი, ბარი, საუზმე, რუმ-სერვისი და ბანკეტები. კონცეფცია და მისი ეკონომიკა
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • ფლობის ვადა — გაყიდვას თუ გრძელვადიან ფლობას გეგმავთ
  • ბრენდის პრეფერენცია, თუ არსებობს
  • CAPEXCapital Expenditure — კაპიტალური დანახარჯი: მშენებლობა, აღჭურვა, მსხვილი რემონტი. ერთჯერადი ინვესტიციაა და არა ყოველდღიური ხარჯი.-ის ზედა ზღვარი
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

ნომრების რაოდენობის განსაზღვრა იმით, რამდენი „ეტევა“ ნაკვეთზე. შენობაში შეიძლება 120 ნომერი ჩაჯდეს, მაგრამ თუ ბაზარი 70-ს ავსებს, დანარჩენი 50 მთელი წლის განმავლობაში ხარჯია — გათბობა, დასუფთავება, ამორტიზაცია.

03 დიზაინი 4–8 თვე

ნახაზი, რომელსაც ოპერირება ითვალისწინებს.

არქიტექტურული და ინტერიერის პროექტი, ინჟინერია, ხარჯების ოპტიმიზაცია და ტენდერების მართვა. ჩვენი როლი აქ არაა მხოლოდ დახატვა — ყოველი გადაწყვეტილება მოწმდება საოპერაციო ლოგიკით.

სად გადის პერსონალის მარშრუტი და იკვეთება თუ არა სტუმრისას. როგორ მიდის სამრეცხაო. სად ჯდება მიწოდება და შეუძლია თუ არა სატვირთოს იქ მისვლა. რამდენ კვადრატს იკავებს ის, რაც შემოსავალს არ იძლევა.

თქვენ იღებთ
  • არქიტექტურული პროექტი
  • ინტერიერის კონცეფცია და დეტალები
  • ინჟინერიის ნაწილი (MEPMechanical, Electrical and Plumbing — საინჟინრო სისტემები: ვენტილაცია და გათბობა, ელექტრობა, წყალ-კანალიზაცია.)
  • ტენდერის დოკუმენტაცია
  • დაზუსტებული CAPEXCapital Expenditure — კაპიტალური დანახარჯი: მშენებლობა, აღჭურვა, მსხვილი რემონტი. ერთჯერადი ინვესტიციაა და არა ყოველდღიური ხარჯი.
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • ეტაპების დროული დამტკიცება
  • ნებართვების პროცესის წარმოება
  • დაფინანსების დადასტურება
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

პროექტირება ფოტოსთვის, არა მუშაობისთვის. ლამაზი ლობი, რომელშიც რეცეფციონისტი ვერ ხედავს შესასვლელს. სამზარეულო, საიდანაც კერძი რესტორნამდე გაცივებული მიდის. ეს ნახაზზე არ ჩანს — ჩანს პირველივე სამუშაო დღეს.

04 დეველოპმენტი 14–24 თვე

ბიუჯეტი და გრაფიკი აქ ისაზღვრება — ან იკარგება.

სამუშაოების ზედამხედველობა, ბიუჯეტის კონტროლი, ხარისხის კონტროლი და FF&EFurniture, Fixtures and Equipment — ავეჯი, განათება, ტექსტილი და აღჭურვილობა. ის, რაც შენობასთან ერთად რჩება. / OS&EOperating Supplies and Equipment — საოპერაციო ინვენტარი: თეთრეული, ჭურჭელი, ამენითი, დასუფთავების საშუალებები. ის, რაც ყოველდღიურად იხარჯება. შესყიდვები. ვმუშაობთ მფლობელის მხარეს: ჩვენი ინტერესი არაა სამუშაოს მოცულობის ზრდა.

ყოველთვიურად იღებთ ანგარიშს: სად ვდგავართ გრაფიკთან და ბიუჯეტთან მიმართებით, რა რისკები გამოჩნდა და რა გადაწყვეტილება გჭირდებათ მომდევნო თვეში.

თქვენ იღებთ
  • ყოველთვიური ანგარიში მიმდინარეობაზე
  • ბიუჯეტის მონიტორინგი და პროგნოზი
  • FF&EFurniture, Fixtures and Equipment — ავეჯი, განათება, ტექსტილი და აღჭურვილობა. ის, რაც შენობასთან ერთად რჩება. და OS&EOperating Supplies and Equipment — საოპერაციო ინვენტარი: თეთრეული, ჭურჭელი, ამენითი, დასუფთავების საშუალებები. ის, რაც ყოველდღიურად იხარჯება. შესყიდვები
  • ხარისხის კონტროლი და ხარვეზების სია
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • გადახდების გრაფიკის დაცვა
  • ცვლილებების დროული დამტკიცება
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

ავეჯისა და აღჭურვილობის შეკვეთა გვიან. FF&EFurniture, Fixtures and Equipment — ავეჯი, განათება, ტექსტილი და აღჭურვილობა. ის, რაც შენობასთან ერთად რჩება.-ს წარმოებასა და ტრანსპორტირებას 3–6 თვე სჭირდება. თუ შეკვეთა მაშინ გაკეთდა, როცა შენობა უკვე მზადაა, სასტუმრო ცარიელი დგას და ჯავშნები გადადის — ხოლო ეს პირდაპირ დაკარგული სეზონია.

05 გახსნა 16 კვირა

გახსნის დღეს სასტუმრო უკვე უნდა ყიდდეს.

სტანდარტების დანერგვა, პერსონალის შერჩევა და ტრენინგი, PMSProperty Management System — სასტუმროს მართვის პროგრამა: ჯავშნები, ჩექ-ინი, ნომრების სტატუსი და სტუმრის ანგარიში ერთ ადგილას.-ის დაყენება, გაყიდვების არხების გახსნა და პირველი წლის სატარიფო სტრატეგია. თექვსმეტი კვირა კარების გაღებამდე.

ეს ის ეტაპია, რომელსაც ყველაზე ხშირად აკლებენ დროს და სწორედ ის განსაზღვრავს, პირველი წელი მოგებით დაიხურება თუ ზარალით.

თქვენ იღებთ
  • საოპერაციო სტანდარტები (SOPStandard Operating Procedure — სტანდარტული საოპერაციო პროცედურა: წერილობითი წესი, თუ როგორ სრულდება კონკრეტული სამუშაო.)
  • დაკომპლექტებული და გაწვრთნილი გუნდი
  • PMSProperty Management System — სასტუმროს მართვის პროგრამა: ჯავშნები, ჩექ-ინი, ნომრების სტატუსი და სტუმრის ანგარიში ერთ ადგილას. და გაყიდვების არხების ინტეგრაცია
  • პირველი წლის გაყიდვების გეგმა
  • სატარიფო სტრატეგია სეზონების მიხედვით
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • გახსნისწინა ბიუჯეტი
  • იურიდიული და სალიცენზიო საკითხები
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

გაყიდვების დაწყება გახსნის შემდეგ. ჯავშნები რამდენიმე თვით ადრე უნდა გაიხსნას — ტურაგენტები და კორპორატიული კლიენტები სეზონს წინასწარ გეგმავენ. თუ სასტუმრო მათ სიაში არ მოხვდა, პირველი სეზონი უკვე დაკარგულია, რაც არ უნდა კარგი იყოს შენობა.

06 ოპერირება მუდმივი

აქედან ყველაფერი ერთ რიცხვამდე დადის: RevPARRevenue per Available Room — შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე. დატვირთვა გამრავლებული საშუალო ფასზე. ერთდროულად ზომავს ფასსაც და დატვირთვასაც..

შემოსავლების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, კვების ბლოკი, პერსონალი და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება მფლობელისთვის. ყოველთვიური P&LProfit and Loss — მოგება-ზარალის ანგარიშგება: შემოსავალი, ხარჯი და შედეგი პერიოდის მიხედვით., საოპერაციო აუდიტი და წლიური ბიუჯეტი.

ჩვენ ვმართავთ სასტუმროს ისე, თითქოს ჩვენი იყოს — რადგან ჩვენი ანაზღაურება მის შედეგზეა მიბმული. თუ სასტუმრო ცუდად მუშაობს, ეს ჩვენც გვეხება.

თქვენ იღებთ
  • ყოველთვიური P&LProfit and Loss — მოგება-ზარალის ანგარიშგება: შემოსავალი, ხარჯი და შედეგი პერიოდის მიხედვით. და ანგარიშგება
  • შემოსავლების მართვა და ფასწარმოქმნა
  • გაყიდვები, მარკეტინგი და არხების მართვა
  • საოპერაციო აუდიტი
  • პერსონალის მართვა და ტრენინგი
ჩვენ გვჭირდება თქვენგან
  • წლიური ბიუჯეტის დამტკიცება
  • CAPEXCapital Expenditure — კაპიტალური დანახარჯი: მშენებლობა, აღჭურვა, მსხვილი რემონტი. ერთჯერადი ინვესტიციაა და არა ყოველდღიური ხარჯი. რეზერვი განახლებისთვის
ტიპური შეცდომა ამ ეტაპზე

ერთი ფასი მთელი წლის განმავლობაში. სასტუმრო, რომელიც აგვისტოსა და თებერვალში ერთსა და იმავე ტარიფს ყიდის, პიკზე კარგავს შემოსავალს, დაბალ სეზონზე კი — სტუმარს. შემოსავლების მართვა ყველაზე იაფი ინსტრუმენტია RevPARRevenue per Available Room — შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე. დატვირთვა გამრავლებული საშუალო ფასზე. ერთდროულად ზომავს ფასსაც და დატვირთვასაც.-ის ასაწევად: ის არაფერს არ ითხოვს გარდა დისციპლინისა.

შემოსვლის წერტილები

სრული ციკლი სავალდებულო არაა

პროექტების ნაწილზე პირველი ეტაპიდან ვმუშაობთ, ნაწილზე — შუა გზიდან. მნიშვნელოვანია არა ის, სად შემოვდივართ, არამედ ის, რომ შემდეგი ეტაპები ერთმანეთს დაუკავშირდეს.

ეტაპი 01-დან

გაქვთ ნაკვეთი ან იდეა

ყველაზე ეფექტური შემოსვლა. აქ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყველა ვარიანტი ღიაა — მათ შორის ის, რომ პროექტი საერთოდ არ გააკეთოთ.

ეტაპი 03–04-დან

გაქვთ პროექტი ან მშენებლობა მიმდინარეობს

ვამოწმებთ არსებულ პროექტს საოპერაციო ლოგიკაზე და ვაჩვენებთ, რა ჯერ კიდევ გამოსწორებადია იმ ფასად, რაც ღირს.

ეტაპი 06-დან

სასტუმრო მუშაობს, შედეგი არ გაკმაყოფილებთ

ვიწყებთ საოპერაციო აუდიტით: ვპოულობთ, სად იკარგება ფული, და ვთავაზობთ იმას, რაც უახლოეს სეზონში შეიცვლება.

რომელ ეტაპზეა თქვენი პროექტი?

შეავსეთ მოკლე ფორმა ან მოგვწერეთ პირდაპირ. პირველი კონსულტაცია უფასოა.

სანამ პირველ ქვას დადებთ

ის, რასაც ყოველ კვირას გვეკითხებიან

კითხვები სასტუმროს მომავალი მფლობელისა და დეველოპერისგან და პასუხები ისეთი, როგორსაც შეხვედრაზე გავცემდით.

იხილეთ მეტი თქვენი კითხვა არ არის სიაში? მოგვწერეთ.