მთავარი/ინვესტორები
ინვესტორებისთვის

ინვესტიცია სასტუმროში — რეალური ციფრებით, არა პრეზენტაციით

ვეხმარებით ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებაში: ბაზრის შეფასება, ფინანსური მოდელი, დაფინანსების სტრუქტურა და პარტნიორობის ფორმატები.

ოთხი მიმართულება

რაში გეხმარებით ინვესტიციის ეტაპზე

01

ინვესტიცია საქართველოში

ბაზრის მიმოხილვა და სამართლებრივი ჩარჩო უცხოელი ინვესტორისთვის — რას ნიშნავს პრაქტიკაში ქონების ფლობა, გადასახადები და შეღავათები.

  • ტურისტული ბაზრის მიმოხილვა რეგიონების მიხედვით
  • საგადასახადო რეჟიმი და საბაჟო შეღავათები
  • საკუთრების უფლება უცხოელი ინვესტორისთვის
02

საინვესტიციო შესაძლებლობები

აქტიური პროექტები, რომლებიც პარტნიორს ან თანაინვესტორს ეძებს — ნაკვეთიდან უკვე დაპროექტებულ ობიექტამდე.

  • სასტუმროს პროექტები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე
  • აპარტჰოტელები და branded residences
  • მოქმედი ობიექტები, რომლებიც კაპიტალს ეძებს
03

დაფინანსება და შეღავათები

როგორ იკრიბება კაპიტალის სტრუქტურა ქართულ ბაზარზე — საბანკო პროდუქტები, სახელმწიფო პროგრამები და საკუთარი კაპიტალი.

  • საბანკო დაფინანსების პირობები და მოთხოვნები
  • სახელმწიფო პროგრამები ტურიზმის სექტორში
  • ფინანსური მოდელი ბანკთან სასაუბროდ
04

პროექტები და პარტნიორობა

თანამშრომლობის ფორმატები: ერთობლივი განვითარება, მართვის ხელშეკრულება ან ტექნიკური სერვისი — პროექტის ეტაპის მიხედვით.

  • ერთობლივი განვითარების მოდელები
  • მართვის ხელშეკრულება (management agreement)
  • ტექნიკური სერვისი პროექტის ცალკეულ ეტაპზე
ხშირი კითხვები

კითხვები, რომლებსაც ინვესტორები პირველად სვამენ

საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო hospitality ბაზარია ტურიზმის განვითარების, მრავალფეროვანი მიმართულებებისა და ჯერ კიდევ განვითარებადი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამო.

თბილისი, შავი ზღვის სანაპირო, სამთო-სათხილამურო და ღვინის რეგიონები განსხვავებული ტიპის სასტუმრო პროექტებისთვის ქმნის შესაძლებლობებს — ქალაქის სასტუმროებიდან და საერთაშორისო ბრენდებიდან დაწყებული, კურორტებით, boutique და wellness კონცეფციებით დასრულებული.

თუმცა საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოტენციალს არ უნდა ეფუძნებოდეს. კონკრეტული პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია ლოკაციის, მოთხოვნის, კონკურენციის, სეზონურობის, განვითარების ღირებულებისა და მოსალოდნელი ფინანსური შედეგების ინდივიდუალური შეფასება.

ჩვენი მიდგომაა: ჯერ შევაფასოთ შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ — ინვესტიცია.

ყველა კარგი ტურისტული ლოკაცია არ ნიშნავს ავტომატურად კარგ სასტუმრო ინვესტიციას.

სწორი არჩევანი დამოკიდებულია საინვესტიციო მოცულობაზე, სასურველ რისკსა და უკუგებაზე, სამიზნე სტუმარზე, სეზონურობაზე, კონკურენციასა და კონკრეტულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე.

შესაბამისად, გადაწყვეტილებამდე ვაფასებთ სხვადასხვა ლოკაციასა და სასტუმროს ფორმატს — ქალაქის სასტუმროს, resort-ს, boutique hotel-ს, aparthotel-ს, wellness & spa-ს, branded hotel-ს ან სხვა კონცეფციას.

მიზანია ინვესტორმა აირჩიოს არა უბრალოდ პოპულარული ადგილი, არამედ ლოკაციისა და სასტუმროს ისეთი კომბინაცია, რომელსაც ძლიერი კომერციული საფუძველი აქვს.

საქართველოში უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით განახორციელონ ინვესტიცია და ფლობდნენ უძრავ ქონებას, თუმცა კონკრეტული სტრუქტურა დამოკიდებულია აქტივის ტიპზე, მიწის კატეგორიასა და პროექტის იურიდიულ ფორმაზე.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან გარკვეული კატეგორიის მიწის საკუთრებაზე უცხოელებისთვის შეიძლება მოქმედებდეს სამართლებრივი შეზღუდვები.

ამიტომ ქონების შეძენამდე მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი legal and property due diligence — საკუთრების უფლების, მიწის სტატუსის, განვითარების შესაძლებლობებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შემოწმება.

HMG საინვესტიციო პროცესს კოორდინაციას უწევს შესაბამის იურიდიულ და ტექნიკურ სპეციალისტებთან ერთად, რათა პროექტის სტრუქტურა თავიდანვე სწორად ჩამოყალიბდეს.

საინვესტიციო გადაწყვეტილება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კარგ ლოკაციას, მიმზიდველ არქიტექტურას ან გამყიდველის მიერ წარმოდგენილ პროგნოზებს.

პროექტის შეფასებისას საჭიროა ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, სასტუმროს კონცეფციისა და მასშტაბის შეფასება, განვითარების სრული ბიუჯეტის განსაზღვრა და მომავალი საოპერაციო შედეგების ფინანსური მოდელირება.

Hotel Feasibility Study ინვესტორს აძლევს შესაძლებლობას გადაწყვეტილებამდე დაინახოს პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, კაპიტალის რეალური საჭიროება, მოსალოდნელი შემოსავლები და ძირითადი რისკები.

ჩვენი ამოცანა არ არის ინვესტორის დარწმუნება, რომ ყველა პროექტი კარგია. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ, ღირს თუ არა კონკრეტულ პროექტში ინვესტირება.

სასტუმროს ინვესტიციისთვის უნივერსალური ROI არ არსებობს.

შედეგი დამოკიდებულია შეძენის ან განვითარების ღირებულებაზე, სასტუმროს კატეგორიაზე, ნომრების რაოდენობაზე, საშუალო დღიურ ფასზე (ADR), დატვირთულობაზე, სეზონურობაზე, დამატებით შემოსავლებზე, საოპერაციო ხარჯებსა და მართვის ეფექტიანობაზე.

ამიტომ პროექტისთვის მზადდება ფინანსური მოდელი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზს, Occupancy-ს, ADR-ს, RevPAR-ს, GOP-ს, cash flow-სა და სხვა ძირითად საინვესტიციო მაჩვენებლებს.

ინვესტორი იღებს არა დაპირებულ პროცენტს, არამედ მონაცემებზე დაფუძნებულ ფინანსურ სურათს, რომლის საფუძველზეც შეუძლია შეაფასოს მოსალოდნელი შედეგი და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

სასტუმროს პროექტის ძირითადი რისკები ხშირად დაკავშირებულია არასწორ კონცეფციასთან, ბაზრის მოთხოვნის გადაჭარბებულ შეფასებასთან, განვითარების ბიუჯეტის ზრდასთან, მშენებლობის დაგვიანებასთან, არასათანადო დაგეგმარებასთან, სეზონურობასთან, არასწორ ოპერატორთან ან სუსტ საოპერაციო მენეჯმენტთან.

ყველა საინვესტიციო რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გამოვლინდეს და შემცირდეს პროექტის ადრეულ ეტაპზე.

ამისთვის გამოიყენება market research, feasibility study, financial modelling, due diligence, development budget control, design review, operator assessment და პროექტის მიმდინარეობის პროფესიონალური მონიტორინგი.

რისკის მართვა იწყება ინვესტიციამდე და არა მაშინ, როდესაც პრობლემა უკვე წარმოიშვა.

უცხოელი ინვესტორისთვის ადგილობრივი პროფესიონალური წარმომადგენლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თავად სხვა ქვეყანაში იმყოფება.

HMG-ს შეუძლია იმოქმედოს როგორც ინვესტორის Hospitality Advisor / Owner's Representative და მისი ინტერესებიდან გამომდინარე კოორდინაცია გაუწიოს პროექტის სხვადასხვა მონაწილეს — კონსულტანტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ოპერატორებსა და სხვა პროფესიულ გუნდებს.

ჩართულობის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია პროექტის პროგრესის, ბიუჯეტის, ვადების, სასტუმროს კონცეფციის, დიზაინის, ოპერაციული მოთხოვნებისა და pre-opening პროცესის მონიტორინგი და ინვესტორისთვის რეგულარული ანგარიშგება.

ამგვარად, ინვესტორს შეუძლია შეინარჩუნოს კონტროლი და ინფორმირებულობა პროექტზე საქართველოში მუდმივი ყოფნის გარეშე.

პირველი ეტაპი არის ინვესტორის მიზნების გაგება — რა მოცულობის ინვესტიციას განიხილავს, რა ტიპის პროექტი აინტერესებს, აქვს თუ არა უკვე კონკრეტული მიწა, სასტუმრო ან საინვესტიციო შესაძლებლობა და რა შედეგს ელოდება ინვესტიციისგან.

თუ კონკრეტული პროექტი უკვე არსებობს, შეგვიძლია დავიწყოთ მისი პირველადი შეფასებით. თუ ინვესტორი ჯერ მხოლოდ საქართველოში hospitality investment-ს განიხილავს, პროცესი შეიძლება დაიწყოს შესაბამისი ლოკაციის, სეგმენტის ან საინვესტიციო მიმართულების განსაზღვრით.

შემდეგ ეტაპზე ყალიბდება საჭირო სამუშაოს მოცულობა — მაგალითად, market assessment, feasibility study, financial modelling, due diligence coordination, development advisory, operator selection ან სრული პროექტის მხარდაჭერა.

საქართველო

ბაზრის მიმზიდველობა თავისთავად არ ქმნის მომგებიან პროექტს

საქართველო აერთიანებს იმას, რასაც ინვესტორი იშვიათად პოულობს ერთ ბაზარზე: მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, ხელსაყრელი რეგულირება და კონკურენტული საგადასახადო რეჟიმი. მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პარტნიორი, რომელმაც იცის, სად ჯდება რეალურად ხარჯი და რომელი ლოკაცია რომელ სეგმენტზე მუშაობს.

ნაბიჯი 01

მოკლე საუბარი

20 წუთი — რა ეტაპზეა პროექტი, რა ლოკაციაა და რა ჩარჩოში ფიქრობთ. უფასოა და ვალდებულების გარეშე.

ნაბიჯი 02

წინასწარი დასკვნა

ვამზადებთ პირველად შეფასებას თქვენს ლოკაციაზე და ვამბობთ, ღირს თუ არა სრულ კვლევაში შესვლა.

ნაბიჯი 03

სრული შეფასება

ბაზრის კვლევა, კონკურენტული ანალიზი, ADR-ისა და დატვირთულობის პროგნოზი და ფინანსური მოდელი — ეტაპი 01.