ვიღებთ პასუხისმგებლობას ყოველდღიურ ოპერირებაზე — შემოსავალზე, ხარჯზე, გუნდსა და სტუმრის გამოცდილებაზე.
ყველაზე გრძელი ეტაპი — ის წლების განმავლობაში გრძელდება. ყველა სერვისი →
სასტუმრო იშვიათად კარგავს ფულს ერთი დიდი შეცდომით. ის კარგავს ყოველდღიურად, ცოტ-ცოტას — არასწორ ფასში, ცარიელ ნომერში, ზედმეტ თანამშრომელში და სტუმარში, რომელიც აღარ დაბრუნდება.
მფლობელი იღებს ერთ პასუხისმგებელ გუნდს და თვიურ ანგარიშგებას იმავე ფორმატში, რომელსაც ბანკი ითხოვს. სასტუმრო კი იღებს სისტემას, რომელიც ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული.
მფლობელი რჩება მფლობელად: ის ამტკიცებს წლიურ ბიუჯეტს და კაპიტალურ ხარჯებს, ხედავს ყოველთვიურ ანგარიშგებას. ჩვენ ვასრულებთ, ვანგარიშობთ და ვპასუხობთ შედეგზე.
სასტუმროს მართვა ერთი გენერალური მენეჯერის აყვანა არ არის. ეს არის სისტემა: ფასწარმოქმნა, არხების სტრუქტურა, ხარჯის კონტროლი, პროცედურები და ადამიანები. თუ ერთი რგოლი აკლია, დანარჩენიც ვერ მუშაობს.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო, და Meta-ს პიქსელს, რომ ჩვენი რეკლამის შედეგი გავზომოთ. თანხმობის გარეშე არცერთი არ ირთვება და საიტი სრულად მუშაობს.