მთავარი/ქონების მენეჯმენტი
დეველოპერებისა და მფლობელებისთვის

თქვენი პროექტი გაიყიდება ერთხელ. რეპუტაცია — ყოველ დღე.

სასტუმროს დონის მართვა საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებზე — უსაფრთხოება, ტექნიკური სისტემები, კონსიერჟი და გამჭვირვალე ადმინისტრირება.

აშენებული კორპუსი ჯერ კიდევ არაა მზა აქტივი.

ბინები გაიყიდება და შემდეგ იწყება ის, რაზეც დეველოპერის რეპუტაცია დგას: როგორ მუშაობს ლიფტი, ვინ პასუხობს ღამით, რამდენად სუფთაა საერთო სივრცე, ვინ ადმინისტრირებს კომუნალურ გადასახადებს და რას ეუბნებიან ერთმანეთს მცხოვრებლები თქვენს პროექტზე.

HMG-ის მენეჯმენტში თქვენი დეველოპერული პროექტი მუშაობს სასტუმროს სტანდარტით. ვიზრუნებთ უსაფრთხოებაზე, სისუფთავეზე, ტექნიკურ სისტემებზე და მცხოვრებლების კომფორტზე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ოპერაციულ რისკებს და გაზრდის პროექტის ღირებულებას.

სწორად მართული კორპუსი ხდება სანდო და მაღალმოთხოვნადი აქტივი, რომელიც იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მყიდველს.

მისია და ხედვა

რას ვცდილობთ ამ მიმართულებით

მისია

ვაქციოთ ყოველი საცხოვრებელი კომპლექსი უსაფრთხო, კომფორტულ და მაღალპრესტიჟულ აქტივად, რომელიც აამაღლებს დეველოპერის ბრენდს და უზრუნველყოფს მაცხოვრებლების მუდმივ კმაყოფილებას.

ხედვა

ვხედავთ ქალაქს, სადაც ყველა ახალი პროექტი აღჭურვილია სასტუმრო დონის მომსახურებით, ტექნიკური სანდოობით და გამჭვირვალე მართვით — შექმნილი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნებისთვის.

სერვისები

სამი ფორმატი — ობიექტის ტიპის მიხედვით

RESIDENTIAL

საცხოვრებელი კომპლექსები

სრული შენობის მართვა სასტუმროს დონის მომსახურებით — დეველოპერისთვის, რომელსაც სურს, რომ პროექტმა გაყიდვის შემდეგაც იმუშაოს მის სასარგებლოდ.

  • 24/7 პროფესიონალური უსაფრთხოება
  • საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება
  • ლიფტის ტექნიკური მხარდაჭერა
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ტუმბო, გენერატორი, HVACHeating, Ventilation and Air Conditioning — გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა.
  • ბაღისა და ლანდშაფტის მოვლა
  • პარკინგის ტერიტორიის მოვლა
  • კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება
  • კონსიერჟი და მცხოვრებლების დახმარება
APARTMENT

აპარტამენტების მართვა

ბინის მფლობელისთვის, ვისაც სურს, რომ ბინამ შემოსავალი გამოიმუშაოს — ყოველდღიური ჩართულობის გარეშე.

  • მოკლევადიანი გაქირავების სრული მართვა
  • განთავსება Booking.com-ზე და Airbnb-ზე
  • ჯავშნების და კალენდრის მართვა
  • ფასწარმოქმნა სეზონის მიხედვით
  • სტუმრების მიღება და კომუნიკაცია
  • დასუფთავება და თეთრეულის შეცვლა
  • ყოველთვიური ანგარიშგება მფლობელისთვის
COMMERCIAL

კომერციული ფართები

საოფისე და კომერციული ობიექტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მართვა — მოიჯარეებთან ურთიერთობის ჩათვლით.

  • ტექნიკური სისტემების მომსახურება
  • უსაფრთხოება და წვდომის კონტროლი
  • მოიჯარეებთან ურთიერთობა
  • დასუფთავება და ტერიტორიის მოვლა
  • ფინანსური ადმინისტრირება
  • ბიუჯეტი და ხარჯების კონტროლი

ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად — პროექტის მოცულობისა და შერჩეული სერვისების მიხედვით.

შემდეგი ნაბიჯი

მიიღეთ შეთავაზება თქვენს ობიექტზე

მოგვწერეთ ობიექტის ტიპი, ბინების ან ფართის რაოდენობა და ლოკაცია — მოვამზადებთ კონკრეტულ შეთავაზებას სერვისებისა და ღირებულების ჩამონათვალით.

ხშირი კითხვები

ის, რასაც დეველოპერები ყველაზე ხშირად გვეკითხებიან

ყველა საცხოვრებელ კომპლექსს იღებთ მართვაში?
არა. ვმუშაობთ მხოლოდ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და შერეული დანიშნულების კომპლექსებთან, სადაც მესაკუთრეს სასტუმროს დონის მომსახურება სურს. ეს არ არის სტატუსის საკითხი — ასეთი სტანდარტი ბიუჯეტს, პერსონალის რაოდენობასა და პროცედურებს ითხოვს, და თუ დეველოპერი ამაზე არ არის მზად, ჩვენი ჩართვა მხოლოდ ორივე მხარის დროს დახარჯავს.
რა კრიტერიუმებით ირჩევთ ობიექტს?
ვუყურებთ ოთხს: ლოკაციასა და კლასს, საერთო სივრცეების ხარისხს, სამართავი ბინების რაოდენობას და — ყველაზე მთავარი — დეველოპერის განზრახვას. თუ საერთო სივრცეები მინიმუმზეა აშენებული და ბიუჯეტი მხოლოდ დარაჯსა და დამლაგებელს ითვალისწინებს, სასტუმროს დონეზე საუბარი აზრს კარგავს.
რით განსხვავდება სასტუმროს დონის მომსახურება ჩვეულებრივი მმართველი კომპანიისგან?
ჩვეულებრივი კომპანია შენობას უვლის: დასუფთავება, ლიფტი, ტერიტორია, კომუნალური. ჩვენ ამას ვამატებთ იმას, რაც სასტუმროდან მოგვაქვს — მიღების სტანდარტს, კონსიერჟს, სტუმრის შეხვედრის პროცედურას, პრეტენზიაზე რეაგირების ვადას, ხარისხის შემოწმებას საიდუმლო ვიზიტით და ყოველთვიურ ანგარიშს ისეთივე ფორმატში, როგორსაც სასტუმროს მფლობელი იღებს.
რას მოიცავს მომსახურება?
მიღება და კონსიერჟი, უსაფრთხოება და წვდომის კონტროლი, დასუფთავება და საერთო სივრცეების მოვლა, ტექნიკური სისტემების ექსპლუატაცია და გეგმური შემოწმებები, მოიჯარეებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია, ბიუჯეტი, ხარჯების კონტროლი და ყოველთვიური ანგარიშგება. ცალკეული სერვისები — მაგალითად, ბინების ქირაზე გატანა — ცალკე შეთანხმებით ემატება.
როდის უნდა ჩაგრთოთ — მშენებლობის დროს თუ ჩაბარების შემდეგ?
რაც შეიძლება ადრე. ლობის ზომა, მიღების ადგილი, პერსონალის შესასვლელი, სამეურნეო სათავსოები, ნაგვის ლოგისტიკა და კამერების პოზიციები პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩაბარების შემდეგ ამის დამატება ან ძვირია, ან შეუძლებელი — და სწორედ ეს განსხვავებაა ხოლმე კარგსა და საშუალო კომპლექსს შორის.
როგორ ხდება ხარჯების აღრიცხვა და მესაკუთრეებთან ანგარიშგება?
ყოველთვიური ანგარიში ერთ დოკუმენტში: ხარჯები მუხლებად, შესრულებული სამუშაოები, გახსნილი და დახურული პრობლემები, ბიუჯეტიდან გადახრა და შემდეგი თვის გეგმა. მესაკუთრეთა შენატანების აღრიცხვა და დავალიანების კონტროლი ცალკე ჩანს. ჩვენი პრინციპია, რომ ანგარიშში კითხვა არ რჩებოდეს.
აპარტჰოტელი და საცხოვრებელი კორპუსი ერთი და იგივეა?
არა. აპარტჰოტელში ბინა შემოსავალს გამოიმუშავებს და მართვა ჯავშნებს, ფასწარმოქმნასა და დატვირთვას ეხება — ეს სასტუმროს ლოგიკაა. საცხოვრებელ კორპუსში მართვა შენობასა და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას ეხება. ორივეს ვაკეთებთ, მაგრამ სხვადასხვა მოდელით და სხვადასხვა ხელშეკრულებით.
უკვე გვყავს მმართველი კომპანია — გადმოსვლა როგორ ხდება?
ერთი თვის გადაბარებით. ვიწყებთ ობიექტის აუდიტით: რა მდგომარეობაშია სისტემები, რა ხელშეკრულებებია მომწოდებლებთან, რა დავალიანებაა და რა პრეტენზიები დაგროვდა. შემდეგ ვამზადებთ გადაბარების გეგმას და პირველი დღიდან ვიწყებთ პროცედურების დანერგვას, რომ მაცხოვრებლებმა შეფერხება არ იგრძნონ.