თბილისის პანორამა ნარიყალადან
მთავარი/სერვისები
რას ვაკეთებთ

სერვისები

სასტუმროს პროექტი ექვსი ეტაპისგან შედგება. ნებისმიერი ეტაპიდან შეიძლება შემოსვლა — და ნებისმიერ ეტაპზე გაჩერებაც.

სად ხართ ახლა?

აირჩიეთ ის, რაც თქვენს სიტუაციას ყველაზე ახლოსაა — და პირდაპირ იმ სერვისზე გადახვალთ.

მაქვს ნაკვეთი ან შენობა, მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა.

ერთ თვეში მიიღებთ ფიზიბილიტს: რამდენი ნომერი, რა ფასი, რა დატვირთვა და რამდენ წელიწადში დაბრუნდება ფული.

დაგეგმვა და კონსულტაცია →
ვაშენებ და ბიუჯეტი ვადასთან ერთად მიდის.

ვიღებთ მშენებლობის მართვას მფლობელის მხრიდან: ტენდერი, გრაფიკი, მოცულობები და ხარისხი — კვირეული ანგარიშით.

მშენებლობა და რემონტი →
ვხსნი 6–12 თვეში და გუნდი არ მყავს.

ფრე-ოფენინგი: გენერალური მენეჯერი, სისტემები, პროცედურები და ჯავშნების არხები — გახსნის დღისთვის მზად.

ფრე-ოფენინგი →
სასტუმრო მუშაობს, მაგრამ მოგება არ ჩანს.

დაიწყეთ საოპერაციო აუდიტით. ორ კვირაში ნახავთ, სად იკარგება შემოსავალი და რა სწორდება უფასოდ.

ფინანსური კონტროლი და აუდიტი →

თორმეტი სერვისი, ექვს ეტაპზე

ნებისმიერი ეტაპიდან შეიძლება შემოსვლა — და ნებისმიერ ეტაპზე გაჩერებაც.

01

დაგეგმვა და კონსულტაცია

ბაზარი, ლოკაცია, ფინანსური მოდელი და ბიზნესგეგმა.

3–5 კვირა
02

ბრენდი და ფრენჩაიზი

ბრენდული თუ დამოუკიდებელი. ოპერატორთან მოლაპარაკება.

4–8 კვირა
03

არქიტექტურა და დიზაინი

ფუნქციური დაგეგმარება, ინტერიერი, სამუშაო დოკუმენტაცია.

2–4 თვე
04

დეველოპმენტი

ბიუჯეტი, გრაფიკი, ტენდერები, ზედამხედველობა.

პროექტის ვადით
05

აღჭურვა და მომარაგება

FF&EFurniture, Fixtures and Equipment — ავეჯი, განათება, ტექსტილი და აღჭურვილობა. ის, რაც შენობასთან ერთად რჩება. და OS&EOperating Supplies and Equipment — საოპერაციო ინვენტარი: თეთრეული, ჭურჭელი, ამენითი, დასუფთავების საშუალებები. ის, რაც ყოველდღიურად იხარჯება. — ავეჯი, აღჭურვილობა, ინვენტარი.

3–6 თვე
06

რეკრუტინგი და ტრენინგი

გენერალური მენეჯერი, გუნდი, ტრენინგები, KPIKey Performance Indicator — საქმიანობის ძირითადი მაჩვენებელი, რომლითაც თანამშრომლის ან განყოფილების შედეგი იზომება..

4–8 კვირა
07

კვების ბლოკი

კონცეფცია, მენიუს ინჟინერია, საწყობი, ხარჯი.

6–10 კვირა, შემდეგ მუდმივი
08

ფრე-ოფენინგი

სისტემები, პროცედურები, არხები, სატესტო გახსნა.

6–9 თვე გახსნამდე
09

გაყიდვები და მარკეტინგი

კორპორატიული, MICEMeetings, Incentives, Conferences, Exhibitions — საქმიანი ტურიზმი: კონფერენციები, ღონისძიებები, კორპორატიული შეხვედრები და ბანკეტები., ტუროპერატორები, ციფრული.

მუდმივი
10

შემოსავლების მართვა

ფასი, არხები, პროგნოზი, RevPARRevenue per Available Room — შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე. დატვირთვა გამრავლებული საშუალო ფასზე. ერთდროულად ზომავს ფასსაც და დატვირთვასაც..

მუდმივი
11

სასტუმროს მენეჯმენტი

სრული საოპერაციო პასუხისმგებლობა და ანგარიშგება.

მუდმივი
12

ფინანსური კონტროლი და აუდიტი

ბუღალტერია, ბიუჯეტი, ანგარიშგება, აუდიტი.

აუდიტი 2 კვირა · შემდეგ მუდმივი

რა ხდება მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდებით

01

თქვენ წერთ ორ წინადადებას

რა ობიექტია, სად და რა ეტაპზეა. დოკუმენტი და პრეზენტაცია არ გვჭირდება.

02

ჩვენ ვპასუხობთ ერთ სამუშაო დღეში

გეტყვით, შეგვიძლია თუ არა დახმარება, რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადა და ღირებულება იქნება.

03

პირველი საუბარი უფასოა

ოცი წუთი ტელეფონით ან შეხვედრა ოფისში. ვალდებულება არ ჩნდება — არც თქვენთვის, არც ჩვენთვის.

ქონების მენეჯმენტი

აპარტჰოტელი, საცხოვრებელი კორპუსი და კომერციული ფართი. ეს სასტუმროსგან განსხვავებული მიმართულებაა — სხვა მოდელით, სხვა ხელშეკრულებით და სხვა ანგარიშგებით.

ქონების მართვა →

ხშირი კითხვები

საიდან უნდა დავიწყო, თუ მხოლოდ ნაკვეთი მაქვს?
ფიზიბილიტიდან. სამ-ხუთ კვირაში მიიღებთ პასუხს: რამდენი ნომერი, რომელი სეგმენტი, რა ფასი, რა დატვირთვა და რამდენ წელიწადში დაბრუნდება ინვესტიცია. არქიტექტორთან მისვლა ამის შემდეგ ჯობია — თორემ ლამაზ შენობას მიიღებთ, რომელიც ეკონომიკურად არ მუშაობს.
რომელი სერვისი მჭირდება ჩემს ეტაპზე?
ნაკვეთი ან იდეა — დაგეგმვა და კონსულტაცია. მშენებლობა მიდის — დეველოპმენტი და აღჭურვა. ექვსი-თორმეტი თვე გახსნამდე — ფრე-ოფენინგი და რეკრუტინგი. სასტუმრო მუშაობს, მოგება არ ჩანს — საოპერაციო აუდიტით დაიწყეთ.
შეიძლება მხოლოდ ერთი სერვისის აღება?
დიახ. თორმეტივე მიმართულება ცალკე მუშაობს და ცალკე ხელშეკრულებით ფორმდება. პროექტების ნახევარზე მეტში ერთი კონკრეტული ამოცანით შემოვდივართ და მხოლოდ შემდეგ ვაგრძელებთ — თუ ორივე მხარეს სურს.
რითი განსხვავდებით არქიტექტორისგან ან სამშენებლო კომპანიისგან?
ისინი შენობას აშენებენ, ჩვენ სასტუმროს ვგეგმავთ და ვმართავთ. მშენებლობაზე მფლობელის მხარეს ვდგავართ და არა შემსრულებლის: ტენდერს ვატარებთ, მოცულობებს ვამოწმებთ, გრაფიკს ვაკონტროლებთ. ვინც აშენებს, ის საკუთარ თავს ვერ გააკონტროლებს.
რამდენი ხანი გრძელდება პროექტი იდეიდან გახსნამდე?
საშუალო ზომის საქალაქო სასტუმროსთვის ორიდან სამ წლამდე: ფიზიბილიტი და კონცეფცია 2–3 თვე, პროექტირება 3–5 თვე, მშენებლობა 14–20 თვე, ფრე-ოფენინგი პარალელურად ბოლო 6–9 თვეში. რეკონსტრუქცია უფრო სწრაფია — 10-დან 16 თვემდე.
ვმუშაობთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც?
დიახ. ოფისები გვაქვს თბილისში, ბათუმსა და ტორონტოში და ვმუშაობთ როგორც საქართველოში, ისე რეგიონსა და კანადაში. სერვისების ჩამონათვალი ერთი და იგივეა, იცვლება მხოლოდ ადგილობრივი რეგულაცია და ბაზრის მონაცემები.

იხილეთ მეტი კითხვა და პასუხი →

არ იცით, რომელი ეტაპი გჭირდებათ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.

+995 322 560 565ან მოგვწერეთორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00