HMG ბავარიაში — გერმანული გამოცდილება სასტუმროების, აპარტჰოტელებისა და საცხოვრებელი რეზიდენციებისთვის
გერმანული ტექნოლოგიები, ინტერიერისა და აღჭურვის გადაწყვეტილებები და ახალი პროფესიული კონტაქტები — HMG-ის გამოცდილება ბავარიაში.
HMG — HORECA Management Group არის სტუმარმასპინძლობის პროექტების განვითარებისა და მართვის კომპანია, რომელიც ინვესტორებს, დეველოპერებსა და ობიექტების მფლობელებს პროექტის სრული ციკლის განმავლობაში უწევს პროფესიულ მხარდაჭერას.
ჩვენი საქმიანობა აერთიანებს ბაზრისა და პროექტის შეფასებას, კონცეფციისა და ბიზნესმოდელის განვითარებას, არქიტექტურისა და დიზაინის კოორდინაციას, სამშენებლო და fit-out პროცესის მართვას, სასტუმროს აღჭურვას, გახსნისთვის მომზადებასა და შემდგომ ოპერირებას.
ვმუშაობთ სასტუმროების, აპარტჰოტელების, რეზორტების, რესტორნების, SPA და Wellness ობიექტების, ასევე ბრენდული და დამოუკიდებელი პროექტების განვითარებაზე.
თითოეულ პროექტს განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც უძრავ ქონებას, არამედ როგორც მომავალ ბიზნესს. სწორედ ამიტომ არქიტექტურული, ტექნიკური, ფინანსური და საოპერაციო გადაწყვეტილებები ერთიან სტრატეგიაში ერთიანდება.

ლოკაციის პოტენციალი, კონკურენტული ველი, სამიზნე სეგმენტი და ADRAverage Daily Rate — საშუალო დღიური ფასი ერთ გაყიდულ ნომერზე. ნომრების შემოსავალი გაყოფილი გაყიდულ ღამეებზე.-ისა და დატვირთულობის რეალისტური პროგნოზი. ამ ეტაპზე ხშირად ირკვევა, რომ თავდაპირველი იდეა უნდა შეიცვალოს და ეს ბევრად იაფია, ვიდრე მოგვიანებით.
კონცეფციის განვითარება, ბრენდული და დამოუკიდებელი ვარიანტების შედარება, ფრანჩიზის მოკლე სია. ნომრების რაოდენობა და F&BFood and Beverage — კვების ბლოკი: რესტორანი, ბარი, საუზმე, რუმ-სერვისი და ბანკეტები. პროგრამა ფინანსური მოდელიდან გამომდინარეობს — არა არქიტექტორის პირველი ესკიზიდან.
არქიტექტურული და ინტერიერის პროექტი, ინჟინერია, ხარჯების ოპტიმიზაცია და ტენდერების მართვა. ყოველი გადაწყვეტილება მოწმდება საოპერაციო ლოგიკით: სად გადის პერსონალის მარშრუტი, როგორ მიდის სამრეცხაო, სად ჯდება მიწოდება.
სამუშაოების ზედამხედველობა, ბიუჯეტის კონტროლი, FF&EFurniture, Fixtures and Equipment — ავეჯი, განათება, ტექსტილი და აღჭურვილობა. ის, რაც შენობასთან ერთად რჩება. და OS&EOperating Supplies and Equipment — საოპერაციო ინვენტარი: თეთრეული, ჭურჭელი, ამენითი, დასუფთავების საშუალებები. ის, რაც ყოველდღიურად იხარჯება. შესყიდვები. ყოველთვიური ანგარიშგება მფლობელისთვის: სად ვდგავართ გრაფიკთან და ბიუჯეტთან მიმართებით, რა რისკები გამოჩნდა.
სტანდარტების დანერგვა, პერსონალის შერჩევა და ტრენინგი, PMSProperty Management System — სასტუმროს მართვის პროგრამა: ჯავშნები, ჩექ-ინი, ნომრების სტატუსი და სტუმრის ანგარიში ერთ ადგილას.-ისა და გაყიდვების არხების გაშვება. ჯავშნები გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს — თორემ პირველი სეზონი დაკარგულია.
შემოსავლების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, კვების ბლოკი და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება მფლობელისთვის. ჩვენ ვმართავთ სასტუმროს ისე, თითქოს ჩვენი იყოს — რადგან ჩვენი ანაზღაურება მის შედეგზეა მიბმული.
ვადები ინდიკატიურია და დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე, ლოკაციასა და ნებართვების პროცესზე.
HMG-ის მენეჯმენტში თქვენი დეველოპერული პროექტი მუშაობს სასტუმროს სტანდარტით: უსაფრთხოება, სისუფთავე, ტექნიკური სისტემები და მცხოვრებლების კომფორტი. ეს ამცირებს საოპერაციო რისკებს, ზრდის ობიექტის ღირებულებას და აძლიერებს დეველოპერის რეპუტაციას.

გერმანული ტექნოლოგიები, ინტერიერისა და აღჭურვის გადაწყვეტილებები და ახალი პროფესიული კონტაქტები — HMG-ის გამოცდილება ბავარიაში.

ბევრი დაუფიქრებლად უპასუხებს: მიწის შეძენა, არქიტექტორის შერჩევა ან პროექტირების დაწყება. სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაცილებით ადრე მიიღება.

სასტუმროს მშენებლობაში რეალური ეკონომია არ იწყება იაფი მასალებით — ის იწყება სწორად დაგეგმილი ბირთვით და პროფესიული მენეჯმენტით.

PMSProperty Management System — სასტუმროს მართვის პროგრამა: ჯავშნები, ჩექ-ინი, ნომრების სტატუსი და სტუმრის ანგარიში ერთ ადგილას. სისტემა არის სასტუმროს ოპერაციული და ფინანსური კონტროლის ცენტრალური პლატფორმა. მისი სწორად შერჩევა განსაზღვრავს ეფექტურობას და შემოსავლის მართვას.

სამი კითხვა და ვიცით, როგორ დაგეხმაროთ. პირველი კონსულტაცია უფასოა.
აირჩიეთ, რაც ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან.
თუ გაქვთ პროექტი, ესკიზი ან ბიზნესგეგმა — მიამაგრეთ. ასე უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ.
ვპასუხობთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ რამე უნდა შეასწოროთ, დაბრუნდით უკან.
დაგიკავშირდებით ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
კითხვები სასტუმროს მომავალი მფლობელისა და დეველოპერისგან და პასუხები ისეთი, როგორსაც შეხვედრაზე გავცემდით.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო, და Meta-ს პიქსელს, რომ ჩვენი რეკლამის შედეგი გავზომოთ. თანხმობის გარეშე არცერთი არ ირთვება და საიტი სრულად მუშაობს.