კომპანია HORECA Management Group (HMG) აცხადებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში სასტუმროს ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ოპერაციული მოდელების დანერგვა. პროგრამა გულისხმობს 70%-იან თანადაფინანსებას საკონსულტაციო მომსახურებაზე იმ პროექტებისთვის, რომლებიც სასტუმროს ან აპარტჰოტელის განვითარებას გეგმავენ ადრეულ სტადიაზე.
პროგრამა ხორციელდება კანადური ფინანსური ინსტიტუციის მხარდაჭერით და ითვალისწინებს 20 პროექტის შერჩევას საქართველოს მასშტაბით.
პროგრამის მიზნები
- სასტუმროს ინფრასტრუქტურის ხარისხიანი განვითარება
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოდელების დანერგვა
- მდგრადი საოპერაციო სისტემების შემუშავება და მართვის პროცესების ოპტიმიზაცია
რა ტიპის მხარდაჭერა იგულისხმება
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებს დაეხმარებიან როგორც ადგილობრივი, ასევე კანადელი ექსპერტები შემდეგ მიმართულებებში:
- პროექტის დაგეგმვა და სივრცის რაციონალური გამოყენება
- არქიტექტურული და ინტერიერის კონცეფციის ჩამოყალიბება
- ოპერაციული და ბიზნეს-მოდელის სტრუქტურირება
- ფინანსური მოდელისა და ბიზნეს-გეგმის შემუშავება
- ინვენტარისა და აქსესუარების შერჩევა და შესყიდვის დაგეგმვა
- ბრენდინგისა და პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება
- გაყიდვების არხების განსაზღვრა და ფასების პოლიტიკა
- საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების ანალიზი
- გახსნის შემდგომი საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა
საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 70%-ს აფინანსებს პროგრამა, ხოლო მონაწილე პროექტები საკუთარ თავზე იღებენ მხოლოდ დარჩენილი 30%-ის დაფარვას.
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა
- მათ, ვისაც აქვს არამოქმედი, დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზე მყოფი სასტუმრო ან აპარტჰოტელი
- ობიექტის სანომრე ფონდი უნდა იყოს მინიმუმ 20 ნომერი
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური შესაძლებლობა და მოტივაცია
პროგრამა ორ ეტაპად ტარდება
პირველი ეტაპი: წარმოდგენილი პროექტების ანალიზი კონცეფციის, მოცულობისა და პერსპექტიულობის მიხედვით. აპლიკაციის შევსება აუცილებელია.
მეორე ეტაპი: გასაუბრება — აპლიკანტის ხედვა, მიზნები და განვითარების გეგმა, რომლის მიზანია მოტივაციისა და პროექტში ჩართულობის შეფასება.
თანადაფინანსება მიენიჭებათ მხოლოდ მათ, ვინც წარმატებით გაივლის ორივე ეტაპს.
განაცხადების მიღების ვადა
- განაცხადების მიღება დაიწყო: 2025 წლის 5 მაისი
- განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 მაისი
შენიშვნა: თანადაფინანსება არ გავრცელდება სასტუმროების ან აპარტჰოტელების სამშენებლო, სარემონტო და მოწყობის ხარჯებზე — დაფინანსება შეეხება მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებას.


