17 მაისიდან კვირაში 21 ავიარეისი საუდის არაბეთიდან
ინდუსტრია · 11 მაისი, 2021 · კომპანია წთ

17 მაისიდან კვირაში 21 ავიარეისი საუდის არაბეთიდან

საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 21 პირდაპირ რეისს შეასრულებს.

17 მაისიდან საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas კვირაში 21 პირდაპირ რეისს შეასრულებს — რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

COVID-19-ის პირობებში კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის პოტენციალისადმი ნდობის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად მნიშვნელოვანი ფინანსური რისკია.

კვირაში 3,500 ვიზიტორი

ქვეყნისთვის ეს შესაძლებლობაა გაძლიერდეს ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500-ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს უმასპინძლოს საუდის არაბეთიდან.

ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

გაქვთ ნაკვეთი, პროექტი ან მოქმედი სასტუმრო?

მოგვწერეთ — და კონკრეტულ პროექტზე გიპასუხებთ.

დაგვიკავშირდით ყველა სტატია