საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის ჩართვაზე ჰონორარის გადახდას სთხოვს
ინდუსტრია · 17 აპრილი, 2021 · კომპანია წთ

საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის ჩართვაზე ჰონორარის გადახდას სთხოვს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის გამოყენებისთვის ჰონორარის გადახდას სთხოვს. გადასახადი 35 ლარიდან იწყება და დღიურად ითვლება.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს, მათ შორის სილამაზის სალონებს, მუსიკის ჩართვაზე ჰონორარის გადახდას სთხოვს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი?

— ეს კითხვა მეც მაწუხებს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს სფეროში. არ არსებობს ელემენტარული რეგულაცია, როგორ და რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი. ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიდანვე მოწესრიგებულად გახსნან ობიექტი, არ აქვთ მოცემული ის სტანდარტები, რაც უნდა გაითვალისწინონ.

რაც შეეხება მუსიკის ნაწილს, ამას კანონიერი საფუძველი აქვს — მუსიკის ჩართვის წესებს აქვს რეგულაცია. ამის დარეგულირებაში ორი ასოციაციაა ჩართული. მაგალითად: თუ საკუთარ ტელევიზორში ვრთავ მუსიკას YouTube-იდან, სადაც უფასოდ მოსმენაა შესაძლებელი, რატომ უნდა გადავიხადო თანხა? პასუხი იყო — მოუსმინე რასაც გინდა, თუ ის შენს ბიზნეს-ინტერესებს არ ემსახურება. უფასოდ გაჟღერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ავტორი ან კომპოზიტორი 70 და მეტი წლის გარდაცვლილია.

როგორია გადასახადი?

— ეს დაკავშირებულია მოცულობასთან, ადამიანების რაოდენობასთან. თანხა მერყეობს 35 ლარიდან და შეიძლება 70–80 ლარამდეც ავიდეს. ეს ყოველდღიური გადასახადია. ეს რთულია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გაძვირდა პროდუქცია, მაგრამ სერვისს ვერ ვაძვირებთ, რადგან მიმართვიანობა ისედაც შემცირებულია. ასევე გაზრდილია კომუნალური ხარჯები.

გამოსავალს სად ხედავთ?

— შეგვიძლია ვედავოთ მას, ვინც კანონი მიიღო, მაგრამ კანონის წინაშე უძლურები ვართ. გაჟღერდა სპეციალური შემოთავაზებაც — ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. იქნებ საშეღავათო პერიოდი ან ფასდაკლებული ტარიფი მაინც შესთავაზონ.

მომსახურების ფასების მხრივ რა მდგომარეობაა?

— პირველი ლოქდაუნის შემდეგ, რეგულაციების დასაცავად ბევრი რამის დამატება მოგვიწია. ამან მომსახურების ფასის დაახლოებით 10–15%-ით ზრდა გამოიწვია. თუმცა ეს მაჩვენებელი ყველა ობიექტს არ ეხება. ახლა გადარჩენაზე ვზრუნავთ და ფასების ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

გაქვთ ნაკვეთი, პროექტი ან მოქმედი სასტუმრო?

მოგვწერეთ — და კონკრეტულ პროექტზე გიპასუხებთ.

დაგვიკავშირდით ყველა სტატია